- პოსტსტრუქტურალიზმი
- ინტლექტუალური მოძრაობა, რომელიც იზიარებს მარქსიზმის კრიტიკულ იდეოლოგიას გარდა რწმენისა, რომ თანამედროვე პირობები გარდაიქმნება ცნობიერი ისტორიული აგენტის, მუშათა კლასის ჩარევით. ასეთი უარყოფა შეიძლება უკავშირდებოდეს რადიკალური სოციალური მოძრაობების წარუმატლებლობას, თუმცა ასევე არსებობს თეორიული მიზეზებიც, იმდენად, რამდენადაც პოსტრუქტურალისტურ კულტურულ კვლევებს არა მხოლოდ მარქსის გავლენა ახასიათებთ, არამედ სემიოტიკისა და სტრუქტურალიზმისაც. პოსტსტრუქტურალისტური მიდგომა განვითარდა გვიანდელ 1960-იან და 70-იან წლებში მარქსიზმისა და სტრუქტრურალიზმის საფუძველზე. ფუკომ და ბურდიემ ხაზი გაუსვეს სიმბოლიზმის სოციალურ კავშირებს ძალაუფლებასთან და სოციალურ კლასთან. მარქსიზმის სტრუქტურული თეორიის საწინააღმდეგოდ, მათ ჩამოაყალიბეს სემიოტური, ანტიფუნქციონალისტური მიდგომა. ფუკოსა და ბურდიეს თანახმად, სოციალური სტრუქტურები, ისევე როგორც კლასები ან პოლიტიკური ძალაუფლება არ შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც კულტურის წინააღმდეგ მოქმედი, იმდენად რამდენადაც ასეთი გაგება გულისხმობს იმას, რომ სოციალური სისტემაში არ ფიგურირებს მნიშვნელობა.Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.